აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

უნგრეთის პუშკაშის აკადემია აჭარასთან თანამშრომლობით დაინტერესდა

05 მარტი, 2019

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ „პუშკაშის აკადემიას“ ეწვია.

მინისტრმა, ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, საფეხბურთო აკადემიის დირექტორთან მიჰალი ტაკაცთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეება სამომავლო თანამშრომლობაზე და ურთიერთგამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მოგვიანებით აკადემიის ინფრასტრუქტურას და დაგეგმილ პროექტებს გაეცნო. დაწესებულების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მინისტრს აკადემიის დირქტორმა გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში ჯაბა ფუტკარაძე უნგრეთის საფეხბურთო სტადიონ „პანჩო არენაზე“ იმყოფებოდა, რომლის ოპერირებას პუშკაშის აკადემია ახორციელებს.

პუშკაშის აკადემიამ აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების მიმართულებით საქმიანობის დაწყების ინტერესი გამოთქვა.

აკადემიაში გამართულ შეხვედრებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, აკადემიის ტექნიკური აღჭურვილობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიქტორ პაჯანი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები