აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტრო კენკროვანი კულტურების განვითარებაზე მუშაობს

06 მარტი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კენკროვანი კულტურების განვითარებაზე მუშაობს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, მამუკა თურმანიძე მოცვის მერვე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. რომელიც პოლონეთის ქალაქ ვარშავაში გაიმართა. კონფერენციის პირველი ნაწილი ეხებოდა მოცვის წარმოების ახალ ტექნოლოგიებს, მსოფლიოსა და ევროპის ბაზრის ტენდენციებს, ხოლო მეორე ნაწილი საველე პირობებში მოცვის ბუჩქის გასხვლასა და პლანტაციების მოვლის პრაქტიკული უნარების გაცნობას.

აღნიშნულ კონფერენციას 25 ქვეყნიდან 800 ადამიანი ესწრებოდა.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები