აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა იწყება

12 მარტი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იწყება აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები/შემსრულებლები.


აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა  და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია.

ოლიმპიადის პირველი ეტაპი ჩატარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თითოეულ მუნიციპალიტეტში,  კერძოდ:

15 აპრილი - ხულოს მუნიციპალიტეტი - სსიპ ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (12 სთ);

16 აპრილი - ქედის მუნიციპალიტეტი - ქედის კულტურის ცენტრი (12 სთ);

17 აპრილი - ქობულეთის მუნიციპალიტეტი - ქობულეთის კულტურის სახლი (12 სთ);

18 აპრილი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - ხელვაჩაურის კულტურის ცენტრი (12 სთ);

19 აპრილი - შუახევის მუნიციპალიტეტი - შუახევის კულტურის ცენტრი (12 სთ);

20 აპრილი - ქალაქი ბათუმი - სსიპ აჭარის . კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საკონცერტო დარბაზი (11 სთ).

 

მეორე ეტაპი ჩატარდება 2019 წლის 7 მაისს ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის ანსამბლებისათვის/შემსრულებლებისათვის - აჭარის . კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საკონცერტო დარბაზში (14 სთ), ხოლო 8 მაისს ხულოს, შუახევისა და ქედის ანსამბლებისათვის/შემსრულებლებისათვის - ქედის კულტურის ცენტრში (11 სთ).

 

ოლიმპიადის მესამე - ფინალური  ეტაპი და დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება 2019 წლის 10 მაისს სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში (14 სთ).


განაცხადები სამინისტროში მიიღება 2019 წლის 12 აპრილის ჩათვლით.


გისურვებთ წარმატებას!


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები