აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

“TeamLab Batumi “

12 მარტი, 2019

 თავისუფალ სივრცეში ინტერდისციპლინური ბიზნესგანვითარების სემინარი “TeamLab Batumi “ მიმდინარეობს. შეხვედრაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თეონა ბერიძემ აღნიშნა, რომ რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა და კრეატიული სტარტაპების მხარდაჭერა სამინისტროს პრიორიტეტია. 

TeamLab - არის სემინარი, სადაც გუნდები იდეის გარშემო გაერთიანდებიან. სემინარის ფარგლებში მოხდება ჯგუფებში იდეების ერთმანეთისთვის გაზიარება, განხილვა და შეფასება ესტონელი ექსპერტებისა და ქართველი მენტორების დახმარებით.

პროექტი აერთიანებს სხვადასხვა კომპეტენციის მქონე ადამიანებს: მუსიკოსებს, მსახიობებს, მხატვრებს, მოცეკვავეებს, მარკეტერებს, ინჟინრებს, დიზაინერებს, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტებს, ბიზნეს ადმინისტრატორებს და სხვა.სემინარის დასაწყისშივე შეირჩა რამდენიმე გუნდი. თითოეული მათგანი დღის განმავლობაში გაივლის ბიზნეს იდეის განვითარებისათვის საჭირო წვრთნას მენტორების დახმარებით და დღის ბოლოს წარსდგება ჟიურის წინაშე ბიზნესის განვითარების მოკლე გეგმა-პრეზენტაციით (Pitch).

სემინარის ბოლოს, საგანგებოდ შერჩეული ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს თითოეული თიმლაბიდან. გამარჯვებულ გუნდებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ შემოქმედებითი მეწარმოების აკადემიის (Creative Entrepreneurship Academy) სტარტაპების კონკურსში ქვეყნის მასშტაბით, რომლის ჩატარება დაგეგმილია თბილისში, აპრილის დასაწყისში.

კონკურსში მონაწილე რამოდენიმე საუკეთესო გუნდი კი, ჩაერთვება ბიზნეს აქსელერაციის პროგრამაში და ა.წ. მაისის თვეში გაემგზავრება ესტონეთში სტარტაპების საერთაშორისო კონკურსზე (Latitude 59) დასასწრებად.

TeamLab Barumi - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოს, შემოქმედებითი კავკასიისა და შემოქმედებითი ესტონეთის ერთობლივი პროექტია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები