აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა აჭარისაღმართში მეფრინველეობის ფერმა მოინახულა

12 მარტი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ჯუმბერ ვარდმანიძესთან ერთად, სოფელ აჭარისაღმართში მეფრინველეობის ფერმა მოინახულა. ფერმერმა საქმიანობა 2015 წელს დაიწყო და უკვე 6000 ფრთა ქათმის რეალიზება მოახერხა. ამჟამად საწარმოში 1000 ფრთა წიწილაა, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. ახალგაზრდა ფერმერი იმ უპირატესობებზე საუბრობს, რაც მის ფერმაში გაზრდილი ქათმებისთვისაა დამახასიათებელი. ამბობს რომ ფრინველებს მხოლოდ მარცვლეულით კვებავს. ქიმიური დანამატების გამოყენებაზე უარს ამბობს. ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი კი ბევრად მოთხოვნადია.

მეფრინველეობის ფერმაში ამ დროისათვის 10 ადამიანია დასაქმებული. გაფართოების შემდეგ მუშა–ხელის რაოდენობა გაიზრდება და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემა სოფელშივე დასაქმდეს. მერიის ორგანიზებითა და საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელვაჩურის განყოფილების ხელშეწყობით, სოფელ აჭარისაღმართის ცენტრალური გზიდან კახა კოპლაძის მფლობელობაში არსებულ შინაური ფრინველის ფერმამდე, დაახლოებით 100 მეტრი სიგრძის გზის გაყვანის სამუშაოები ჩატარდა.

მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას ის პროგრამები გააცნო, რომელთაც სამინისტრო 2019 წელს განახორციელებს სოფლის მეურნების განვითარების ხელშეწყობისათვის. ამასთანავე, ჯუმბერ ვარდმანიძემ, მინისტრთან ერთად გამოთქვა მზადყოფნა მოსახლეობას მომავალშიც გაუწიოს დახმარება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები