აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2019 წლის პროგრამების გაცნობა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში

13 მარტი, 2019

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ თემის რწმუნებულებს სამინისტროს 2019 წლის პროგრამები გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, ამაგების თავმჯდომარეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხულოს LAG-ის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას, სამინისტროს 2019 წელს განსახორციელებელი პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ. მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული იქნება, ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფა.

ხულოს მოსახლეობა ასევე ისარგებლებს მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროგრამით. აგრარული ექსტენციის მიწოდება ფერმერბზე, ახალი სანერგე, საჩითილე მეურნეობის მოწყობა, მცირე გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვა, სასათბურე მეურნეობის განვითარება, მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა და მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშგანახლება. მიმდინარე წელს სამინისტრო განასხორციელებს 12 პროგრამას, რომელიც მოიცავს 20 ქვეპროგრამას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები