აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ხულოს სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა

14 მარტი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ხულოს მუნიციპალიტეტის სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა და სატყეო მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე და სსიპ სატყეო სააგენტოს უფროსი თემურ ყურშუბაძე.

ტიტე აროშიძემ დეტალური ინფორმაცია მიიღო სატყეო სექტორის საქმიანობის სპეციფიკასა და დარგში არსებული პრობლემების შესახებ.

მინისტრის მიერ ორგანიზაციაზე მიწოდებული იქნა სამინისტროს მუშაობის განახლებული ფორმატის შესახებ ახალი ინიციატივები და მათი განხორციელების პერსპექტივები.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები