აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

„ფესტივალები განვითარებისთვის - მიღწევები და სამომავლო გეგმები“

18 მარტი, 2019

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმში მოეწყო შემაჯამებელი პრეზენტაცია „ფესტივალები განვითარებისთვის - მიღწევები და სამომავლო გეგმები“. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი მიესალმა. „მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ აჭარის ფესტივალების განვითარების ხელშეწყობას 2016 წლიდან წარმატებით ვახორციელებთ და იგი გახდა ერთგვარი წარმატებული გაგრძელება კიდევ ერთი წარმატებული ხუთწლიანი ერთობლივი პროგრამისა „საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამა აჭარაში“. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა ბრიტანეთის საბჭოსთან კიდევ მრავალ შესაძლებლობას მოგვცემს ხელი შევუწყოთ საქართველოს ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი რეგიონის, აჭარის კულტურულ და ეკონომიკურ წინსვლას“ -აღნიშნა ინგა შამილიშვილმა. ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ზაზა ფურცელაძემ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. „მნიშვნელოვანია ქვეყნის კულტურულ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ განვითარებაში ფესტივალების წვლილი. ჩვენს უმნიშვნელოვანეს ამოცანად კვლავაც რჩება - აჭარის და კერძოდ ბათუმის საერთაშორისო საფესტივალო ცენტრად გადაქცევა“ -აღნიშნა ზაზა ფურცელაძემ. სასტუმრო რედისონში გამართულ ღონისძიებას აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეები თეონა ბერიძე და ალექსანდრე დავითაძე ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები