აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ჯაბა ფუტკარაძე ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

21 მარტი, 2019

►აჭარაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ხორციელდება. 
►პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. 
►სეტყვით დაზარალებულთა კომპენსაცია, აქუცის მრავალფუნქციური სახლის რემონტი, აქუცის სკოლის ეზოს კეთილმოწყობა და არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გულებში - მოსახლეობის მიერ დასმული საკითხები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. 
►დღესვე შეხვედრები იაკობაურის, კობალთის, ქუთაურის, ტომაშეთის, დარჩიძეების და წელათის მოსახლეობასთან გაიმართა. 
►,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ბიუჯეტი ქედაში 740 000 ლარია.
►მუნიციპალიტეტის 63 სოფლის მოსახლეობა თავად აირჩევს სოფლისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტით, განსახორციელებელ პრიორიტეტებს.
►,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განხორციელდება. ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტის 328 სოფელი 4304000 ლარით დაფინანსდება. 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით კი აჭარის ა.რ მუნიციპალიტეტებისთვის დამატებით 60 მილიონი ლარია განსაზღვრული.

კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები