აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბიზნეს ფორუმი „ბათუმი-ვროცლავი“

18 მარტი, 2019

ამ წუთებში სასტუმრო "ჰილტონში" ბიზნეს ფორუმი „ბათუმი-ვროცლავი“ მიმდინარეობს.

საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს ეცნობიან. 
ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ბათუმს, ოფიციალური ვიზიტით ქვემო სილეზიის მარშალი სეზარ პრზიბილსკი და სხვა ოფიციალური პირები ეწვიენ.

პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლები პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს გამართავენ.

ფორუმზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის საინვესტიციო პოტენცილზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. 
პოლონეთის წარმომადგენლებს აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული სპეციალური პრეზენტაციით მიეწოდათ. ფორუმის მონაწილეები ასევე აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლს გაეცნენ.

ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, სხვა ოფიციალური პირები და აჭარაში და პოლონეთში მოღვაწე ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.
ფორუმის ფარგლებში ბათუმს ტურიზმის, მშენებლობის, საფინანსო და სხვა სექტორში მოღვაწე პოლონური კომპანიები ეწვიენ.

პრეზენტაციების შემდეგ ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართება, რაც ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას შეუწყობს ხელს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები