აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა

27 მარტი, 2019

27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობა პრემიერით საზეიმოდ გაიხსნა. გახსნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები - თორნიკე რიჟვაძე და დავით გაბაიძე , საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ქვეყნისა და რეგიონის ხელისუფლების, თეატრალური საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გასული საუკუნის 50-იან წლების შენობის რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ 2015 წელს დაიწყო და 14,5 მილიონი ლარით დააფინანსა. უპრეცედენტო სამუშაოების შედეგად სრულად რესტავრირებულ ისტორიულ შენობას დაუბრუნდა ავთენტურობა, მთლიანად შეიცვალა და განახლდა მისი ინფრასტრუქტურა, აღიჭურვა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემებით, სცენის ახალი მექანიზმებითა და თანამედროვე სადადგმო ტექნოლოგიებით.
განახლებულ სცენაზე დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის - „KLDIASHVILI.GE“ პრემიერა გაიმართა (დამდგმელი რეჟისორი ანდრო ენუქიძე).

კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები