აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება აჭარაში

29 მარტი, 2019

"ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება აჭარაში" პროექტის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებს ტრენინგი უტარდებათ.

ტრენინგის პროცესს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე გაეცნენ.

ბავშვის სრულყოფილი განვითარებასათვის კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება მის სწორ მოვლასა და მზრუნველობას ადრეულ წლებში.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით შედეგად აჭარაში ინერგება 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდასა და განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემა. ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვების განვითარებაზე მეთვალყურეობის სერვისების გაძლიერებას პირველადი ჯანდაცვის დონეზე.

გაეროს ბავშვთა ფონდმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით უკვე შეიძინა 107 ცალი პლანშეტი, რომლებიც პროგრამის ფარგლებში გადაეცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ყველა პირველადი ჯანდაცვის ბრიგადას.


კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები