აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ზაალ მიქელაძემ "გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის" წევრებს უმასპინძლა

25 მარტი, 2019

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ "გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის" წევრებს აჭარის ა/რ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში უმასპინძლა.

შეხვედრაზე მინისტრმა დელეგატებს უწყების საქმიანობა გააცნო და იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბა. ასამბლეის წევრებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და დაეთვალიერებინათ ცივი ჯაჭვის ოთახი.

ბათუმში ,,გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა“ 23 მარტს გაიხსნა.

პროექტში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ათასამდე ახალგაზრდა მონაწილეობს.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ ხელმძღვანელობით ხორციელდება. ორგანიზაცია ათ წელზე მეტია მსგავსი შინაარსის საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებს ახორციელებს, როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და აშშ-ში.

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა დელეგატები ესწრებიან სესიებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე. ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, სადაც გაეცნობიან მათი მუშაობის პრინციპებს. პროექტი აგრეთვე მოიცავს საგრანტო-სარეზოლუციო პროექტების კონკურსს. სპეციალურად მოწვეული ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულ კონკურსანტს, რომლებიც მცირე გრანტის ფარგლებში განახორციელებენ სარეზოლუციო პროექტებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები