აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

შეხვედრა "ტიკას" ოფისის წარმომადგენლებთან

29 მარტი, 2019

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, პირველ მოადგილესთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად ქ. ბათუმში თურქეთის გენერალურ კონსულს, მაქბულე ქოჩაქს, თურქეთის თანამშრომლობისა კოორდინაციის სააგენტოს საქართველოს დეპარტამენტის ხელმძღვანელს, შენგულ ილერსა და ტიკას საქართველოს ოფისის კოორდინატოს, ნეჯლა დერმიდაგს უმასპინძლა.

შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა ტიკას მიერ საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ისინი მზად არიან დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით განახორციელონ ახალი სასწავლო-პრაქტიკული პროგრამა, აჭარის რეგიონის სამედიცინო პერსონალის ჩართულობით.

თურქეთის თანამშრომლობისა კოორდინაციის სააგენტოს ორგანიზებით, ხვალ, ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს თურქი მედიკოსები ეწვევიან. ისინი ერთი კვირის განმავლობაში ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

თურქეთის თანამშრომლობისა კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით 2016-2017 წწ სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ინფექციური საავადმყოფოს A კორპუსს. დაწესებულება აღიჭურვა უახლოესი სამედიცინო აპარატურითა და საოფისე ინვენტარით.

აჭარის მთავრობას, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვა წარმატებული მაგალითებიც აქვს. ერთ-ერთი ასეთია, მახინჯაურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის შენობის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა. ამ დახმარებით, ყოველდღიურად ცენტრში 150-მდე შშმ ბავშვი რეაბილიტაციის კურსს ადაპტირებულ გარემოში გადის. სააგენტოს მხარდაჭერით ასევე აშენდა აღიჭურვა სოფელ ცხემლარის თემის სამედიცინო პუნქტი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები