აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმის მიმართულებით ფრენებს ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იწყებს

02 აპრილი, 2019

ზაფხულში უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იწყებს. უკრაინულ ავიაკომპანია „SkyUp Airlines“-ს და “აზერბაიჯანის ავიახაზების” (“AZAL”) სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „Buta Airways”-ს ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უკვე მიანიჭეს. 

„SkyUp Airlines“ ფრენებს კიევი-ბათუმი-კიევი 25 მაისიდან გეგმავს. ფრენები კვირაში 10 სიხშირით, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა. რაც შეეხება ავიაკომპანია „Buta Airways”, ის ფრენებს ბაქო-ბათუმი-ბაქო 14 ივნისიდან დაიწყებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ პარასკევს და კვირას, Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები