აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმმა ტურიზმის ფესტივალს „ტურისტერი“ უმასპინძლა

31 მარტი, 2019

ბათუმში ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ გაიმართა. ფესტივალის სტუმრებმა ტურიზმის საკანონმდებლო რეგულაციები, ტურიზმის პოლიტიკა, კლიმატური ცვლილებებისა და ტურიზმის განვითარების ურთიერთქმედება განიხილეს. ფესტივალს ესწრებოდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი, რომელმაც კოლეგებთან ერთად  სეზონურობის დაძლევასა და ამ მიმართულებით დეპარტამენტის სტრატეგიაზე ისაუბრა.  

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სტრატეგიის მიზანი აჭარაში სეზონურობის დაძლევა და რეგიონის, როგორც ოთხივე ტურისტულ სეზონზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციაა. არაქტიურ სეზონზე ფესტივალები, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები მთიანი აჭარის მიმართულებით ერთ-ერთი წინაპირობაა რეგიონში ტურისტების მოზიდვისა. სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ ამ კუთხით მთავარი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი იქნება,  სადაც 133 მილიონის ინვესტიცია ხორციელდება. რამდენიმე წელში ჩვენ გვექნება ტურისტული ინფრასტრუქტურითა და ობიექტებით მოწყობილი მაღალი კლასის სამთო-სათხილამურო კურორტი. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტებში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნის კუთხით. ამ ეტაპზე მუშაობა ჭვანასა და ჩირუხის პროექტებზე მიმდინარეობს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.

ფორუმზე პანელური დისკუსიების შემდეგ დარგის სპეციალისტებმა მარკეტინგზე, კულტურაზე, მეწარმეობაზე ისაუბრეს, რაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ტურიზმს. ფესტივალს სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების, ტურისტული ობიექტებისა და ტურისტულ ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალი კლუბ „გეითისა“ და „ბოტანიკოს“ ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც გარდა ტურიზმის ფორუმისა რეგიონალური კულინარია და სტარტაპების გამოფენა მოეწყო. სტარტაპების გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა პროფილის კომპანიის მაღალ-ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და ალტერნატიულ ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ. ფესტივალ “ტურისტერის“ ერთ-ერთი მიმართულება ასევე იყო აჭარული სამზარეულოს პრომოუშენი. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ნაკლებად ცნობილი ლაზური და აჭარის მთის კულინარიული პროდუქტები.

ფესტივალი, რომელიც „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივი პროექტია, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები