აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

2 აპრილი - აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე

02 აპრილი, 2019

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
წელს აპრილის თვე მთლიანად ეთმობა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. 2019 წლის ღონისძიებების სლოგანია - #ცვლილებები_აუტიზმისთვის, ამ დღის აღსანიშნავად, ასევე განსაზღვრული ფერია - #ლურჯი.
 თარიღთან დაკავშირებით, დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი , აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი,და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე ქ. ბათუმის N13-ე საჯარო სკოლას ეწვინენ და აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეები მოინახულეს.
 2016-2017 სასწავლო წლიდან ბათუმის N13 საჯარო სკოლაში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა 18 აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლით. სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის შექმნილია მათზე მორგებული, სასწავლო პროცესისათვის სათანადო პირობები და გარემო. სასწავლო პროგრამა განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და ორიენტირებულია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე. 
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. 2017 წელს ქ. ბათუმის N13 საჯარო სკოლაში განხორციელდა აუტისტური სპექტრის ჯგუფის მოსწავლეებისათვის დამატებითი სპეციალური სივრცეებისა და სველი წერტილების მოწყობა. ასევე, პროგრამის ფარგლებში კეთილმოეწყო სკოლის ტერიტორია.
აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის მნიშვნელოვანია როგორც ინკლუზიური განათლების, ასევე ჯანდაცვის სისტემების ხელმისაწვდომობა.
ამ მიზნით 2018 წლიდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აამოქმედა სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში ფინანსდება აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია. პროგრამაში ჩართულია 34 ბენეფიციარი. 
12 აპრილს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებთ ჩატარდება კონფერენცია ”აუტიზმის სპექტრის აშლილობა და გამოწვევები აჭარის რეგიონში’’.

კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები