აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხილვა

02 აპრილი, 2019

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, ფაროსანასთან ბრძოლოს საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს ლაშა შალამბერიძეს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წევრები. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 2019 წელს აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო სახელმწიფო პროგრამით გათვლისწინებული საკითხების განხილვა.

შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების და თითმმართველი ერთეულების როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მაქსიმალური შედეგის მიღება შესაძლებელია ერთობლივი ძალისხმევით და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სრულყოფილი ბრძოლის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარდება ყველა ის ღონისძიება, რომელიც მავნებელს კონტროლქვეშ მოაქცევს და შესაბამისად, სასოფლო სამეურნეო კულტურების ზიანი მინიმუმამდე შემცირდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები