აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მე-9 საერთშორისო კონფერენცია მეაბრეშუმეობის შენარჩუნება და აღორძინება

08 აპრილი, 2019

დღეს შავი, კასპიის ზღვის და ცენტრალური აზიის მეაბრეშუმეობის ასოციაცია BACSA-ს ინიციატივით ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ინტურისტ პალასში გაიმართა მე-9 საერთშორისო კონფერენცია თემაზე: ,,მეაბრეშუმეობის შენარჩუნება და აღორძინება, პრობლემები და პერსპექტივები,” რომლის ორგანიზატორია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

კონფერენციას ესწრებოდნენ,საქართველოს მეცნიერებათა აკადეემიის პრეზიდენტი. აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა ოფიციალური პირები. ასევე 12 უცხო ქვეყნის 25 წარმომადგენელი. კონფერენცია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ გახსნა და მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინებასა და განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

გამართულ ფორუმზე ტიტე აროშიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონს გააჩნია რეალური პოტენციალი აბრეშუმის პარკის, ძაფისა თუ აბრეშუმის ქსოვილის სამრეწველო წარმოების მიმართულებით, რომლის ათვისებაშიც დიდი როლი მიუძღვის როგორც სახელმწიფო და სამეცნიერო სტრუქტურებს, ასევე კერძო მეწარმეებსა თუ ფერმერებს.

,,დღეისათვის მეაბრეშუმეობის დარგი თნამედროვე მიდგომებსა და განვითარების ახალ სტრატეგიას ითხოვს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით ახორციელებს ქმედით ნაბიჯებს, რომელიც მიზანმიმართულია რეგიონში მეაბრეშუმეობის დარგის რეაბილიტაციისა და აღორძინებისაკენ. კერძოდ, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების აგროსერვის ცენტრის ბაზაზე შეძენილია აბრეშუმის ძაფის საწარმოო დანადგარები და საკოლექციო-სადემონსტრაციო ნაკვეთზე გაშენებულია თუთიის პლანტაცია. სამომავლოდ ვგეგმავთ გავზარდოთ მასშტაბები და სამეცნიერო კვლევებისა და რეკომენდაციების საფუძველზე აბრეშუმის პარკის წარმოების მიმართულებით’’ -განაცხადა ტიტე აროშიძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია ის, რომ აღნიშნული სამეცნიერო კონფერენცია დღეს აჭარის რეგიონში იმართება, რომელიც მეაბრეშუმეობით დაინტერესებული მსოფლიოს 12 ქვეყნის წარმატებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. ვიმედოვნებთ რომ ღონისძიება სარგებელს მოუტანს მეაბრეშუმეობის სექტორის განვითარებას.

კონფერენციის მიზანი იყო საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატში მებრეშუმეობის დარგის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირება, აბრეშუმის წარმოების მსოფლიო აპრობირებული გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მიდგომების გათვალისწინებით დარგის აღორძინების სამომავლო კომპლექსური ღონისძიებების დანერგვა.

10-11 აპრილს უცხოელი სტუმრებისათვის დაგეგმილია საინფორმაციო-პრაქტიკული ტური აგროსერვის ცენტრში, რომელიც მეაბრეშუმების დარგის განვითარების ფარგლებში აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები