აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათთვის

06 აპრილი, 2019

დღეს სასტუმრო რედისონში, ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაცია ,,ფორეჯი,,-ს ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური კონფერენცია თემაზე: „თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის“.

ღონისძიბა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ გახსნა. როგორც მან აღნიშნა: თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიური სიძლიერისთვის ისტორიული თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ამასთანავე, აღნიშნული კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ჩვენს რეგიონში დარგის პოპულარიზაციას, თევმოშენების ტექნოლოგიის გაუმჯობესებას, რადგან მეთევზეობა და აკვაკულტურის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

კონფერენციის მიზანია სხვადასხვა ქვეყნების თევზმოშენების სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების და პირების ურთიერთდაკავშირება, მათ შორის გამოცდილებების გაზიარების სტიმულირება და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვა, რათა შესაძლებელი გახდეს არსებული ჰიდროპოტენციალის უფრო ეფექტური გამოყენება ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.

კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები და სხვა ოფიციალური პირები. ასევე, საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, ნორვეგიის, აზერბაიჯანის და სასომხეთის თევზმოშენების სფეროში ჩართული სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეებმა ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედი საკალმახე მეურნეობა, სადაც გაეცნენ არსებულ სიტუაციას და ჰიდრორესურსების პოტენციალს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები