აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

"ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში - ბათუმი 2019"

06 აპრილი, 2019

ბათუმი ძალოსანთა 50-ე საიუბილეო ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საზეიმო გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ჩემპიონატში მონაწილეობას 42 ქვეყნის 400-მდე ძალოსანი მიიღებს, სულ გათამაშდება 180 სინჯის მედალი.

გარდა ევროპის ჩემპიონის ტიტულისა, ძალოსნები ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვისაც იბრძოლებენ, რაც ჩემპიონატს ორმაგ მნიშვნელობას ანიჭებს.
აღსანიშნავია, რომ პირველობაზე ქართველი და უცხოელი 100-მდე ჟურნალისტია აკრედიტირებული და ჩემპიონატის პირდაპირი ტელეტრანსლაციას Eurosport-ი 40 საათის განმავლობაში 60-მდე ქვეყანაში განახორციელებს.
ჩემპიონატი ბათუმში 13 აპრილამდე გაგრძელდება. ის ახალ აშენებულ სპორტის სასახლეში გაიმართება. 
ბათუმში ჩემპიონატის გამართვა სპორტული ტურიზმის განვითარებასა და საქართველოს ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.


კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები