აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

„ვეფხისტყაოსნის“ პირველი საერთაშორისო ფესტივალი

06 აპრილი, 2019

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით „ვეფხისტყაოსნის“ პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. 📌 ფესტივალი ბუს-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა გახსნა და ღონისძიების ორგანიზატორებს სიგელებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 📌ღონისძიების მონაწილეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე მიესალმა და წარმატებები უსურვა უკვდავი პოემის პოპულარიზაციის მიზნით დაფუძნებულ ფესტივალს.

ფესტივალის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით მოეწყო კოსტიუმირებული შოუ ¬ – „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები, გაიხსნა „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემებისა და თარგმანების გამოფენა.

 პროექტის - „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ფესტივალის მონაწილეებმა ზეპირად წაიკითხეს „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები, ასევე ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო პოემის ხელნაწერის შექმნაში.

 ფესტივალში მონაწილეობა მიიღო სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრისა და სტამბოლის ბორჩხელების ასოციაციის წარმომადგენლებმა


კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები