აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან

02 აპრილი, 2019

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 2 აპრილს განათლების სფეროს წარმომადგენლებს საპატრიარქოში უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2019 წლის 15 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებას -„საქართველოს საგანმანათლებლო ფესტივალი – იზრუნე მომავალზე“.

შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად ესწრებოდა. შეხვედრაზე გაიმართა საგანმანათლებლო ინოვაციური პორტალის izrune.ge პრეზენტაცია.

ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, რეგიონების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები