აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის საინვესტიციო პოტენციალი დუბაის საინვესტიციო ფორუმზე (AIM)

10 აპრილი, 2019

დუბაიში ყოვეწლიური საინვესტიციო ფორუმი (AIM) მიმდინარეობს. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბიზნეს შეხვედრაზე საქართველოს, წელს უკვე მეორედ, განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე დაეთმო.

საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მიესალმა. ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის საინვესტიციო პოტენციალზე და ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრა. სპეციალური პრეზენტაციით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს გაეცნენ. 
დუბაის საინვესტიციო ფორუმზე ყოველწლიურად მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები/ორგანიზაციები, ინვესტორები, ექსპერტები მონაწილეობენ. 
ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებას მონაწილე ქვეყნების საინვესტიციო კლიმატის, შესაძლებლობებისა და პროექტების გაცნობის შესაძლებლობა აქვს.
ფორუმზე საქართველოს საინფორმაციო სტენდია წარმოდგენილი. დაინტერესებული პირები იმ პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორების შესახებ, რასაც საქართველო უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს, ინფორმაციას ეცნობიან.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის სამინისტროს საერთაშორისო ვაჭრობისა და მრეწველობის აღმასრულებელ მდივანთან აბდულა ალ სალეჰთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი აჭარის საინვესტიციო კლიმატს და მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები