აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან

11 აპრილი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების და სოფელ უჩხოს მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

შეხვედრაზე ტიტე აროშიძემ დეტალურად ისაუბრა სამომავლო პროექტზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წელს დარგის ხელშეწყობისთვის განახორციელებს. ფერმერებს შეხვედრაზე, სამინისტროს 2019 წელს განსახორციელებელი პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ.

,,ჩემთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას გავაგრძელებთ მოსახლეობასთან, რათა დეტალურად გავეცნოთ მათ პრობლემებსა და მოთხოვნებს, რადგან ფერმერებს გაუჩინოთ მოტივაცია ჩაერთონ აღნიშნულ პროექტებში, გაზარდონ წარმოება და მიიღონ მეტი შემოსავალი“ აღნიშნა მინისტრმა ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრისას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები