აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ქედის მუნიციპალიტეტის თემის რწმუნებულებს შეხვდა

10 აპრილი, 2019

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე თემის რწმუნებულებს შეხვდა და სამინისტროს 2019 წლის პროგრამები გააცნო. შეხვედრაზე მინისტრმა ასევე ისაუბრა 2019 წელს აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.თემის რწმუნებულებს სამინისტროს 2019 წელს განსახორციელებელი პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ. მიმდინარე წელს ქედის მუნიციპალიტეტში განხორციელებული იქნება, ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფა.

ქედის მოსახლეობა ასევე ისარგებლებს მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროგრამით. აგრარული ექსტენციის მიწოდება ფერმერბზე, ახალი სანერგე, საჩითილე მეურნეობის მოწყობა, მცირე გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვა, სასათბურე მეურნეობის განვითარება, მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა და მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშგანახლება. ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას, ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე, ამაგების თავმჯდომარეები და ქედის LAG-ის წევრები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები