აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ღვინის კასრების პროცესს დაესწრო

10 აპრილი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის 2019 წლის ქვეპროგრამის ,,მცირე გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის“-ფარგლებში ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე ღვინის კასრების გაცემა დაიწყო. გაცემის პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორთან ერთად დაესწრო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მცირე გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვით ფერმერებსა და აგრომეწარმეებს შესაძლებლობა მიეცემათ აწარმოონ უსაფრთხო პროდუქცია, დანაკარგების მაქსიმალური შემცირებით განახორციელონ ღვინის ხარისხის კონტროლი, ღვინის კასრის გამოყენებით გაზარდონ შრომის ნაყოფიერება და შემოსავლები.

ქვეპროგრამის მიზანია მცირე გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვით ფერმერთა და აგრომეწარმეთა მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ოჯახის პირობებში გადამუშავების და შენახვის უზრუნველყოფის ხელშეწყობის გზით ფერმერთა შრომის პირობების გაუმჯობესება და პროდუქტიულობის გაზრდა.

აღნიშნული დანადგარი თანაგადახდის პრინციპით (ღირებულების 30%) გაცემული იქნება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებზე. სულ ქვეპროგრამის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე ფერმერებზე განაწილებული იქნება 60 ერთეული ღვინის კასრი. ერთეულის ღირებულება 863,79 ლარია,ხოლო ფერმერის გადასახდელი თანხა შედგენს 259,137 ლარს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები