აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მინისტრის ვიზიტი ვროცლავში

12 აპრილი, 2019

აჭარის განათლების, კულტურია და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი დელეგაციასთან ერთად ქვემო სილეზიაში, ქალაქ ვროცლავში იმყოფება.ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა სამუშაო შეხვედრები გამართა ქვემო სილეზიის  მარშალის ოფისის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის წარმომადგენელთან მიხალ ბობოვიეცთან და მუზეუმის დირექტორთან პიოტრ ოშჩანოვსკისთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს აჭარასა და ქვემო სილეზიის რეგიონებს შორის კულტურის მიმართულებით არსებული ერთობლივი პროგრამების შესახებ, ასევე განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობა და დაიგეგმა ბათუმის მუსიკალური ცენტრის გასტროლი ვროცლავში.

ქვემო სილეზიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან თანამშრომლობით 2016 წლიდან მიმდინარეობდა ერთობლივი პროექტები, რომლებიც დღემდე გრეძლდება.

2016-2018 წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალი, რომლის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთში პერიოდულად გაიმართა სხვადასხვა ღონისძიებები: ფოლკლორული კონცერტები, კინოგადაღებები და კინოჩვენებები, ფოტოგამოფენები, ქუჩის მხატვრობის პროექტი და სხვა.

ერთობლივი პროექტები ხელს შეუწყობს ქართული და პოლონური კულტურის დაახლოებასა და პოპულარიზაციას, კულტურული ღირებულებების, ასევე სახელოვნებო საზოგადოებებს შორის კონტაქტების გაცვლას.


კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები