აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ოფიციალური ვიზიტი ვროცლავში გრძელდება

12 აპრილი, 2019

პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორთან თამარ სირაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალთან მარცინ კჟიჟანოვსკთან და ვროცლავის უნივერსიტეტის რექტორთან ადამ იეჟერსკისთან.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა ესეების კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში და წარმოადგინეს ნაშრომი თემაზე - „პოლონეთიდან დანახული საქართველო“. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები აჭარას ეწვევიან. ასევე, ესეების კონკურსის გაიმართება აჭარაშიც. გამარჯვებული მოსწავლეები გაემგზავრებიან ვროცლავში.
ორ რეგიონს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს მასწავლებელთა გაცვლით პროგრამას. აღნიშნ ული პროგრამის ფარგლებში ვროცლავის მასწავლებეთა სახლი მასპინძლობს რეგიონის პედაგოგებს. ვიზიტის ფარგლებში ვროცლავში აჭარის განათლების ფონდის/მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძეც იმყოფება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები