აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარაში ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება

11 აპრილი, 2019

აჭარაში მყარი ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით განხორციელდება. 
„აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “გოქსინ ინსაათს” შორის პროექტის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.
ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, საერთაშორისო სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტი, ხელშეკრულების მიხედვით, 18 თვეში აშენდება.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროა ↪ 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD)-ის იაფი სესხის ფარგლებში, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსდება. 
ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნარჩენების მართვის ობიექტის და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს. პროექტზე უკვე გაცემულია გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. 
ახალი სანიტარული პოლიგონი, პირველი  თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელი იქნება საქართველოში, რომლის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებია ჩართული. 
პროექტი რეგიონში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას, მოსახლეობისთვის ჯანსაღი პირობების შექმნას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები