აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ხიჭაური-გოდერძის უღელტეხილის გაზიფიცირების პროექტის სამშენებლო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდა

15 აპრილი, 2019

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტს ახორციელებს.

შუახევის მუნიციპალიტეტი(ხიჭაურის დასახლება)-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე (ზანკები), ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.


წინადადებების მიღება დასრულდება: 10.05.2019
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 33 797 000 ლარი

გამარჯვებულმა გაზის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში უნდა უზრუნველყოს.


მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი

პირველი ეტაპი:
დასრულებულია მაღალმთაინი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი. სოფ.სალიბაურიდან-სოფ.ხიჭაურამდე გაზის მილები ცენტრალური მაგისტრალის 65 კმ. მონაკვეთზე ჩაიდო, რაც 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს.
გაზსადენი ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის (ხიჭაურის) ბუნებრივი გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს.

სამშენებლო სამუშაოებში 120 ადამიანი დასაქმდა.


მეორე ეტაპი:
უკვე დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპი, რაც შუახევიდან(სოფ.ხიჭაური)-გოდერძის უღელტეხილამდე, 54.0 კმ. მონაკვეთზე ძირითადი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.

დამატებით 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. 
დასაქმდება 140 ადამიანი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=298887&lang=ge

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები