აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

კონფერენცია ,,აუტიზმის სპექტრის აშლილობა და გამოწვევები"

12 აპრილი, 2019

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო "ვინდჰემ ბათუმში" კონფერენცია ,,აუტიზმის სპექტრის აშლილობა და გამოწვევები აჭარის რეგიონში’’ მიმდინარეობს.

კონფერენცია აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში იმართება, მისი მიზანია საზოგადოების გააქტიურება აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა საჭიროებების განსაზღვრისა და დანერგვისათვის, უფებამოსილი სტრუქტურების გააქტიურება აუცილებელი პროგრამების შექმნის მიზნით, ასევე სერვისების განვითარება და გამართული ფუნქციონირება.

კონფერენცია აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ გახსნა.

2018 წლიდან აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აამოქმედა სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში ფინანსდება აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია. პროგრამაში ჩართულია 34 ბენეფიციარი. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 180,000 ლარს. პროგრამა ითვალისწინებს, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 15 წლამდე ასაკის ჩათვლით ბავშვების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას. ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი და სხვა) მიერ ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად.

2019 წელს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს ახალ პროგრამას ბავშვთა გონებრივი განვითარების სრულყოფის ხელშეწყობისა და სოციალური სისუსტეების დროული აღმოფხვრის მიზნით. პროგრამის მოსარგებლეები არიან ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ბავშვები 2-დან 7 წლამდე, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან დიაგნოზის დაზუსტების მიზნით გადამისამართებულია ბავშვთა ფსიქიატრთან. პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურება: ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაცია აუტიზმის სკრინინგული შეფასებით, ფსიქიატრის კონსულტაციის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში ADOS ტესტის ჩატარება.

კონფერენციაში მონაწილეობენ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის, აბილიტაციისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ბავშვთა ნევროლოგები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, ქცევითი ანალიტიკოსები. აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები, სამედიცისნო დაწესებულებებისა და მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელები.

2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული A/RES/62/139 რეზოლუციით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა, ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი პრევალენტობით, რის გამოც ეს პრობლემა შეფასდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად და მნიშვნელოვან გამოწვევად.
აპრილის თვე მთლიანად ეთმობა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, სლოგანთ - ცვლილებები აუტიზმისთვის.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები