აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

აშშ-ის სამხედრო ხომალდი "Ross"-ი ბათუმის პორტში

21 აპრილი, 2019

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Ross (DDG 71) ბათუმის ნავსადგურს ესტუმრა. ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით. ეს, გემის პირველი ვიზიტია საქართველოში.

გემის ეკიპაჟის დახვედრის ცერემონია ბათუმის ნავსადგურში გაიმართა. ეკიპჟს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ და ქ. ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თემურ კვანტალიანთან ერთად უმასპინძლეს.

USS Ross (DDG 71) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.

USS Ross-ის ვიზიტი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას ნატოს მოკავშირეებისა მიმართ, პარტნიორებთან კავშირის გაძლიერებითა და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობით.

USS Ross-ის ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან. ისინი გამართავენ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან, საკალათბურთო მატჩს ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და შეხვდებიან ახალგაზრდებს ბათუმის ამერიკულ კუთხეში.

„შავი ზღვის რეგიონში ჩვენი მოკავშირეები ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნებაში კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ“ - განაცხადა ხომალდის მეთაურმა კაპიტანმა Dave Coles-მა, „ეკიპაჟი და მე მოუთმენლად ველით დინამიურ პირობებში სამხედრო თავსებადობის გაუმჯობესებას და ამ რეგიონის მდიდარი ისტორიისა და კულტურის გაცნობას.“

ხომალდი USS Ross წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონში.

აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები