აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

აშშ-ს სამხედრო ხომალდის ეკიპაჟს მთავრობის სახლში უმასპინძლეს

21 აპრილი, 2019

► ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდის კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს აჭარის მთავრობის სახლში აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და ქ. ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ უმასპინძლეს.

► გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც წლებია აქტიურად მიმდინარეობს. ასევე ხაზი გაესვა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

► მოხარული ვარ, რომ აშშ - საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, რეგულარულად იმართება ამერიკული გემების საპორტო ვიზიტები ბათუმში. ჩვენ ღრმად ვაფასებთ ამ გზით გამოხატულ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. დღევანდელი ვიზიტი სწორედ აღნიშნულის დასტურია და ცხადყოფს მხარეებს შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას" - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

► USS Ross-ის ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან. ისინი გამართავენ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან, საკალათბურთო მატჩს ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და შეხვდებიან ახალგაზრდებს ბათუმის ამერიკულ კუთხეში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები