აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

მთავრობა სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ ოთხ ოჯახს დაეხმარება

23 აპრილი, 2019

სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოთხ ოჯახს აჭარის მთავრობა ფინანსურ დახმარებას სარეზერვო ფონდიდან გაუწევს.

ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ოჯახების დახმარების საკითხი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს.

კომისიის რეკომენდაციით, სარეზერვო ფონდიდან  ოთხი ოჯახისათვის ჯამში 69,132 ლარი გამოიყოფა. აქედან 25,000 - 25,000 ლარს სტიქიის შედეგად დაზარალებულ ორი ოჯახი  საცხოვრებელი სახლების ადგილმონაცვლეობისათვის მიიღებს. დარჩენილი თანხა კი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ორ ოჯახზე, საცხოვრებლის აღდგენისათვის გადანაწილდება.

მიმდინარე წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად 244, 919 ლარი გამოიყო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები