აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარას ბელარუსიდან ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ

23 აპრილი, 2019

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წამყვანი ბელარუსული ტურისტული სააგენტოების  წარმომადგენლები აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობიან. ისინი შეხვედრებს მართავენ ქართველ კოლეგებთან და ურთიერთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ინფოტურის ფარგლებში ბელარუსმა სტუმრებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაოებები, სასტუმრო ინფრასტრუქტურა და ბოტანიკური ბაღი. დღეს, ისინი ქედის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ და საოჯახო ღვინის მარანს ეწვევიან, სადაც ქართულ სამზარეულოსა და ადგილობრივ ღვინოს დააგემოვნებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბელარუსში მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად ანხორციელებს. წლის განმავლობაში ორგანიზებას უწევს ინფო და პრესტურებს, რომლის ფარგლებშიც ბელარუსი ჟურნალისტები აჭარის შესახებ საინტერესო რეპორტაჟებს ამზადებენ, ტურისტული კომპანიები კი ქართულ კომპანიებთან ერთად რეგიონში ბელარუსი ტურისტების შემოყვანას უზრუნველყოფენ. ჯამში, ბოლო ორ წელში, დეპარტამენტის მოწვევით ყველა სამიზნე ქვეყნებიდან აჭარას 1000-ზე მეტი ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები