აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

რესპუბლიკური ბიუჯეტი 7,9% გადაჭარბებით შესრულდა

24 აპრილი, 2019

აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 7,9% გადაჭარბებით შესრულდა და 288 841 400 ლარი შეადგინა. 2018 წლის დაზუსტებული გეგმა 267 666 400 ლარი იყო.
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, შემოსულობების ფაქტიური შესრულება 3 752 900 ლარით, 1,3%-ით არის გაზრდილი.

2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიში, აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის სხდომაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა. 

მინისტრის განცხადებით, 2018 წლის შემოსავლები 8,7% გადაჭარბებით შესრულდა და 261 027 100 ლარი შეადგინა.
ჯაბა ფუტკარაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ სხდომაზე ბიუჯეტით გათვალისწინებული მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

2018 წლის აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის მონაცემები:

გადასახადები

2018 წლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 94% მოდის გადასახადებზე, რომელიც მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს  მოიცავს. საშემოსავლო გადასახადის გეგმა 225 000 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 245 804 200 ლარი, გეგმის 109,2% შეადგინა.

სხვა შემოსავლები

2018 წლის სხვა შემოსავლების გეგმა 15 182 600 ლარით განისაზღვრა, ხოლო შესრულებამ 15 222 900 ლარი, გეგმის 100,3 პროცენტი შეადგინა. 

არაფინანსური აქტივების კლება

2018 წლის არაფინანსური აქტივების კლების (გაყიდვა) გეგმა 27 483 800 ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიური შესრულება 27 814 300 ლარს შეადგენს, რაც გეგმის 101,2%-ია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა ასიგნებებმა 5 046,8 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 4 802,2 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 95,2 პროცენტია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 48 287,8 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ 43 113,4 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 89,3 პროცენტია.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასთან არსებული ორგანიზაციებისა და პროგრამული ღონისძიებებისათვის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 51 584,4 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ       48 995,1 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 95,0 პროცენტია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მის სისტემაში  შემავალ  ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე  2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა  17042,9 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ  16 972,7 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგის 99,6 პროცენტია.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში  შემავალ ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა  12 885,2 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ – 12 037,6 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 93,4 პროცენტია.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=679527&gid=5#.XMBLE-j_zIU

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები