აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს მოსახლეობას შეხვდა

27 აპრილი, 2019

სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს მოსახლეობას შეხვდა და სამინისტროს მიმდინარე პროგრამები გააცნო. შეხვედრაზე მინისტრმა ასევე ისაუბრა 2019 წელს აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით.

მიმდინარე წელს შუახევის მუნიციპალიტეტში განხორციელებული იქნება, ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფა. შუახევის მოსახლეობა ასევე ისარგებლებს მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროგრამით. აგრარული ექსტენციის მიწოდება ფერმერბზე, ახალი სანერგე, საჩითილე მეურნეობის მოწყობა, მცირე გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვა, სასათბურე მეურნეობის განვითარება, მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა და მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშგანახლება.

ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და აჭარის საავტომობილო გზებისა და მელიორაციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რაულ ბერიძე ესწრებოდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები