აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მაღალმთიან აჭარაში სანერგე, საჩითილე მეურნეობები მოეწყობა

26 აპრილი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,მაღალმთიან აჭარაში ,,სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, მაღალმთიან აჭარის ფერმერების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სანერგეებისა და საჩითილე მეურნეობების სამშენებლო სამუშაოები, სადაც მოწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სანერეგე და საჩითილე მეურნეობა, რომელიც ორიენტირებული იქნება მაღალი ხარისხის უვირუსო ხეხილოვანი ნერგებისა და ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოებისთვის.

აღნიშნულ სამუშაოებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე გაეცნო. სამუშაო პროცესს ასევე გაეცნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის საავტომობილო გზებისა და მელიორაციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რაულ ბერიძე და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე.

სანერგე და საჩითილე მეურნეობები მოემსახურება მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდებიან სპეციალისტები; ფერმერები და აგრომეწარმეები მიიღებენ იმავე ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში წარმოებულ სარგავ და საჩითილე მასალას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები