აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

ზღვის წყლის მონიტორინგი დაიწყო

30 აპრილი, 2019

   26 აპრილს სამმართველოს გარემოსდაცვითი ქვეპროგრამის - ,,აჭარის სანაპირო ზოლის ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი“ - ფარგლებში 2019 წლისათვის განხორციელდა პირველი გასვლა ზღვის წყლის ხარისხის შესასწავლად.

   სულ 2019 წლისათვის დაგეგმილია 120 ზღვის წლის სინჯის გამოკვლევა შემდეგ მაჩვენებლებზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები, კოლიფაგი, ფეკალური სტრეპტოკოკი, ოქროსფერი სტაფილოკოკი, პათ. მიკროორგანიზმები მათ შორის salmonella sp. სინჯების აღება ხორციელდება სარფის, კვარიათის, ,,აკვაპარკის“, ბათუმის ცენტრალური პლაჟის, ბარცხანის, მწვანე კონცხის, ბობოყვათისა და ქ. ქობულეთის ცენტრალური პლაჟის მიმდებარე ტერიტორიების მოპირდაპირე დაშორებებზე (მანძილი სანაპირო ზოლიდან 50 მ).

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები