აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კესარია მგელაძე მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

30 აპრილი, 2019

დღეს, აჭარის ა.რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოჭადრაკე კესარია მგელაძეს მინისტრი ინგა შამილიშვილი, მოადგილე ბადრი ნაკაშაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი და მოადგილე მინდია ქათამაძე შეხვდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია და კესარიას მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი.  სპორტსმენის მიღწევები: აჭარის ჩემპიონი 8 და 10 წლამდე გოგონათა და 12 წლამდე ჭაბუკთა შორის. საქართველოს ჩემპიონი და ფედერაციის თასის გამარჯვებული 8 წლამდე გოგონათა შორის. საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული 9 წლამდე გოგონათა შორის. მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი 9 წლამდე ბავშვთა შორის. კესარია მგელაძე ამ დროისათვის ემზადება ევროპის სასკოლო ჩემპიონატისათვის, რომელიც მაისის თვეში რუმინეთში გაემგზავრება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები