აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

03 მაისი, 2019

აჭარის უმაღლეს საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს. ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის მინისტრებმა - ჯაბა ფუტკარაძემ და ტიტე აროშიძემ, კანონმდებლებს ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესრულებაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების 2018 წლის გეგმა - 267 666,4 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ - 288 841,4 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 107,9 %-ია.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საინვესტიციო პოლიტიკასა და დღეს არსებულ გამოწვევებზე. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55