აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბაქოდან ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება

04 მაისი, 2019

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონში სამიზნე ქვეყნებიდან ტურისტული სააგენტოების მოწვევას. ამჯერად, აჭარის ტურისტული შესაძლებლობებს წამყვანი აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეცნობიან. დღეს, ისინი საქმიან შეხვედრებს მართავენ ადგილობრივ კოლეგებთან და ურთიერთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. აზერბაიჯანელმა სტუმრებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და სასტუმრო ინფრასტრუქტურა. დღეს, ისინი ქედის ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნობიან, ადგილობრივ ღვინოსა და სამზარეულოს დააგემოვნებენ. ღვინის სახლში მათთვის ფოლკლორ შოუც გაიმართება. 

აზერბაიჯანი აჭარისთვის ტრადიციული სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია წლებია მიმდინარეობს. მზარდია რეგიონში აზერბაიჯანიდან მოგზაურების ვიზიტების რაოდენობაც. წელს, ფრენები იწყება ბაქოდან ბათუმის მიმართულებითაც. ვიაკომპანია Buta Airways ფრენებს 14 ივნისიდან დაიწყებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ პარასკევს და კვირას, Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები