აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ქვემო სილეზიის დელაგაციია აჭარას სტუმრობს

08 მაისი, 2019

აჭარას პოლონეთიდან ქვემო სილეზიის დელეგაცია სტუმრობს. დღეს, დელეგაციის წევრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში უმასპინძლეს. შეხვედრაზე პოლონელ სტუმრებს  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი და შესაძლებლობები გააცნეს. მხარეებმა ტურიზმის მიმართულებით ქვემო სილეზია-აჭარის ურთიერთანამშრომლობაზე ისაუბრეს და პოლონეთში აჭარის პოპულარიზაციას გაუსვეს ხაზი.  

პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება წლებია ხორციელდება. მზარდია რეგიონში პოლონეთიდან საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, რაც გასულ წელს 11,5%-იან მატებას ითვალისწინებდა. 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე, ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს იწყებს პოლონური ავიაკომპანია Enter Air. ქვემო სილეზიასთან თანამშრომლობის კუთხით, დეპარტამენტი  ყოველწილურად მონაწილეობას ღებულობს ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. 10 მაისს, კი ქვემო სილეზიის სტენდი "EXPO BATUMI TRAVEL“-ზე იქნება წარმოდგენილი.

დელეგაციაში ქვემო სილეზიის მარშალის მოადგილე, კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის ვიცე-მარშალი და ქვემო სილეზიის მთავრობის წევრები იმყოფებიან. ისინი რეგიონში 11 მაისამდე დარჩებიან, დაათვალიერებენ რეგიონის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს და დაესწრებიან "EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019"- გამოფენას. ასევე, შეხვედრებს გამართავენ აჭარის უმაღლესი საბჭოს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მენეჯმენტთან. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები