აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ქვემო სილეზიის ოფიციალური დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

10 მაისი, 2019

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრი ინგა შამილიშვილი მოადგილეებთან ერთად ქვემო სილეზიის ოფიციალური დელეგაციის წევრებს შეხვდა. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კულტურისა და განათლების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ქვემო სილეზიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან თანამშრომლობით 2017-2018 წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთში პერიოდულად იმართებოდა სხვადასხვა ღონისძიებები: ფოლკლორული კონცერტები, კინო/ფოტო გადაღებები, კინოჩვენებები, ფოტოგამოფენები, წარმატებით შედგა ქუჩის მხატვრობის პროექტი ქ. ბათუმში და სხვა.

ორ რეგიონს შორის განათლებისა და კულტურის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მადლობა გაუახადა სტუმრებს და აღნიშნა- მნიშვნელოვანია, რომ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ქართული და პოლონური კულტურის დაახლოებასა და პოპულარიზაციას, კულტურული ღირებულებების, ასევე სახელოვნებო საზოგადოებებს შორის კონტაქტების გაცვლას, კულტურული ტურიზმის განვითარებას“.

დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ქ. ბათუმში იმყოფება პოლონური ფოლკლორული ანსამბლი “Piastuny” ქვემო სილეზიიდან, რომელის ბათუმელი მსმენელის წინაშე კონცერტით 8 მაისს წარსდგა და ასევე, მონაწილეობას მიიღებს 10-12 მაისს ბათუმის რიგით XII საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენაში და წარადგენს პოლონური ფოლკლორის ნიმუშებს. გამოფენაზე პოლონეთის ქვემო სილეზიის რეგიონი საკუთარი სტენდით იქნება წარმოდგენილი.

პოლონურ- ქართული კულტურის ფესტივალი გრძელდება, ფესტივალის ფარგლებში 15 მაისიდან 25 მაისამდე პერიოდში ქვემო სილეზიის რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის” 7 კონცერტი გაიმართება, ხოლო, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ქვემო სილეზიის რეგიონი აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ხორუმს“ უმასპინძლებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები