აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

დავით ქობულაძე - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

10 მაისი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2012 წლიდან უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახორციელებეს  სტუდენტთა დახმარების  პროგრამას.

პროგრამის ფარგლებში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაფინანსდა 457 სტუდენტი. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი - დავით ქობულაძე.

დავით ქობულაძე - „ვარ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის კერძოდ, მედიცინის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი.  ბავშვობიდან ვოცნებობ ექიმობაზე, რათა დიდი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო და გადავარჩინო. 2016 წელს ოქროს მედალზე  დავამთავრე  სკოლა და ამავე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩავირიცხე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის სპეციალობაზე.  სწორედ, აქედან დაიწყო ჩემი დასახული მიზნების  შესრულება. დიდია განსხვავება სკოლის მერხთან გატარებულ წლებსა და სტუდენტურ ცხოვრებას შორის. ჩემთვის, როგორც მომავალი ექიმისთვის, უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი განათლების მიღება და სწორედ, ამიტომ პირველი კურსიდანვე მიზნად დავისახე გავმხდარიყავი წარმატებული სტუდენტი, რისთვისაც მიწევს დიდი შრომის გაწევა და ბევრ რაიმეზე უარის თქმა, თუმცა მიზნებსაც ვაღწევ. დღეის ჩათვლით უნივერსიტეტში რამდენიმე სტიპენდიის მფლობელი ვარ, კერძოდ: საფაკულტეტო - მემედ კომახიძის სახელობისა და უნივერსიტეტის ფრიადოსნობის. უნივერსიტეტში თავიდანვე აქტიურად ჩავერთე სხვადასხვა პროექტში, კონფერენციასა და ღონისძიებაში. ვმონაწილეობდი სხვადასხვა სტუდენტური დებატის ტურნირზე, ინტელექტუალურ თამაშსა და საერთაშორისო ფორუმში.  ბსუ- მუსიკალურ ბენდში ვუკრავდი გიტარაზე. 2017 წლიდან დღემდე ვარ ბსუ- სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი და ვცდილობ ნაყოფიერი და საინტერესო გავხადო სტუდენტთა ცხოვრება. ასევე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს და სტრატეგიული განვითარების  წევრი გახლავართ.  უნივერსიტეტში ავამოქმედეთ ახალი ორგანიზაცია სახელად EMSA-ევროპელ მედიკოსს სტუდენტთა ასოციაცია, რომლის პრეზიდენტიც ვარ. მოგეხსენებათ, რომ  აქტიური სტუდენტური ცხოვრება არ არის მარტივი და დიდი ძალისხმევა სჭირდება ახალგაზრდას, რათა იყოს წარმატებული.  თუმცა, სტუდენტობა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში და ვფიქრობ გართობის გარეშე სტუდენტობიის გატარება ფუჭია, ამიტომ ვცდილობ თავისუფალი დრო  მეგობრებთან ერთად გავატარო და  ვიმოგზაურო მათთან ერთად“.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წარმატებებს უსურვებს დავით ქობულაძეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები