აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მამუკა თურმანიძემ ხულოში ჩანდლერის ჯიშის კაკლის ბაღი დაათვალიერა

10 მაისი, 2019

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ მამუკა თურმაინიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის ,,მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობა’’- ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში დაათვალიერა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ ,,გაუ’’-ს მიერ გაშენებული ჩანდლერის ჯიშის კაკლის ბაღი.

 სამრეწველო ბაღების გაშენებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში კოოპერატივ ,,გაუ''-ს დაუფინანსდა 450 ძირი კაკლის ნერგი, რომელიც 1.5 ჰა-ზე გააშენა. ფერმერი წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე 500 კილომდე მოსავალს ელოდება, ბაღის სრული მსხმოიარობის შემთხვევაში მოსავალი 5-6 ტონას მიაღწევს. რომლიითაც მოამარაგებს ადგილობრივ ბაზარს.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტისა და ბათუმის თვითმმართველობაში ფერმერებზე თანადაფინანსების პრინციპით (ღირებულების 70%) ბაღების გაშენებას, წვეთობრივი სარწყავი სისტემით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55