აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმში ჟორჟ სიმენონის არქივში დაცული ბათუმის უცნობი ფოტოების გამოფენა და კონფერენცია გაიმართება

13 მაისი, 2019

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის და ბათუმის ბულვარის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ვალონიის რეგიონში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში  ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ტურიზმის კერძო და საჯარო პირებთან, მოხდა ტურისტული დანიშნულების ადგილებისა და ინფრასტრუქტურის გაცნობა, ასევე განისაზღვრა თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა.

“განსაკუთრებით საინტერესოა აჭარის რეგიონისთვის გამოცდილება, რომელიც ვალონიას სოფლად ტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებით, ასევე სერვისის მიწოდებისა და ღონისძიებების მართვის კუთხით გააჩნია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვიზიტი ბელგიური მხარის მოწვევითა და დაფინანსებით განხორციელდა, რაც ხაზს უსვამს მათ მზადყოფნას ოფიციალური თანამშრომლობისთვის. დაიგეგმა ორ რეგიონს- ვალონიასა და აჭარას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და ერთობლივი პროექტების განხორციელება. ქალაქ ლიეჟში შევხვდით ჟორჟ სიმენონის ფონდის ხელმძღვანელს, რომელმაც სიმენონის უნიკალური ფოტო-არქივის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ ფონდი მწერლის მიერ გადაღებული ძველი ბათუმის და ბულვარის უნიკალური ფოტოების მფლობელია, რომელთა მოსაპოვებლად და გამოსაკვლევად პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია,” აცხადებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი.

მისი თქმით, ვალონიაში სოფლად არსებული სასტუმრო სახლები, ველო და საფეხმავლო მარშრუტები წარმოადგენს საუკეთესო ევროპულ მოდელს აჭარაში ტურიზმის აღნიშნული მიმართულებების განვითარებისთვის. ბელგიელ ნობელისტ მწერალ ჟორჟ სიმენონთან დაკავშირებით ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გეგმავს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას, მათ შორის ფოტო არქივის შექმნას, თემატური გამოფენისა და კონფერენციის, ასევე ბათუმთან დაკავშირებული მწერლების ტურისტული მარშრუტის შექმნას და მასში სიმენონის შეყვანას. ვიზიტის ფარგლებში შედგა მოლაპარაკება აჭარისა და ვალონიის რეგიონებს შორის თანამშრომლობის ოფიციალური მემორანდუმის გაფორმების შესახებ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები