აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საზაფხულო კინოსკოლა ბეშუმში

14 მაისი, 2019

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდება პროექტი - „DocNomads-TAFU - ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლა“. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ უნგრელი, ბრაზილიელი, მაროკოელი და ადგილობრივი სარეჟისორო ფაკულტეტის მაგისტრანტები. პროექტის ფარგლებში ხულოში გადაიღებენ დოკუმენტურ ფილმებს.

დღეს, მარშრუტების დაგეგმვისა და ლოკაციების შერჩევის მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. თსუ--ს კინო და ტელე ფაკულტეტის დეკანს ოთარ ლითანიშვილს, სასწავლო კინოსტუდიის ხელმძღვანელს ზურაბ ორთავიძესა და პროექტის კონსულტანტს თინათინ ხუციშვილს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი შეხვდა.

უცხოელი და ქართველი სტუდენტების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნება რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მაღალმთიან აჭარაზე, სოფელ ბეშუმზე და მის მიდამოებზე, მაცხოვრებლებსა და ადათ-წესებზე. მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება იგეგმება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის კინოფესტივალებზე და ფორუმებზე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
231234567
24891011121314
2515161718192021
2622232425262728
27293012345
286789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები