აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

დეპარტამენტის 2020-2023 წლების პრიორიტეტების პრეზენტაცია გაიმართა

10 მაისი, 2019

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2020-2023 წლების პრიორიტეტების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი რომანაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახა შაშიკაძე და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა დეპარტამენტის მიმდინარე წლის საქმიანობა. 2019 წელს ბიუჯეტიდან საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის სამუშაოებზე 56 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება: 180 კმ. სიგრძის საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია, აშენდება 14 ახალი ხიდი და 247 ხელოვნური ნაგებობა.

2020 წლისათვის დაგეგმილია 51 500 000 ლარის სამუშაოების განხორციელება: 60 კმ. სიგრძის ასფალტობეტონისა და 120 კმ. სიგრძის ბეტონის საფარის მოწყობა, 240 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა, 1000 გრძ.მ. წყალგამტარი მილისა და 3000 საგზაო-საინფორმაციო ნიშნის მოწყობა და გზების მოვლა-შენახვის სხვადასხვა სამუშაოები.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები